Tuesday, June 26, 2018

ტრენინგის რეფლექსია

მე-9 დღეს ვისწავლეთ ჩარჩოს შექმნა და გაფორმება. შემდეგ ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულის მესამე აქტივობაში. გავეცანით სასწავლო პროექტისა და პრეზენტაციის ჩეკლისტებსა და რუბრიკას. დავუბრუნდით პროექტის გეგმას, რათა სრულყოფილად შეგვევსო.შემდეგ პროექტის გეგმა ავტვირთეთ დრაივში. დასასრულ შევასრულეთ ტრენინგის საბოლოო რეფლექსია. სამუშაო დღეები საინტერესო და სასიამოვნო იყო.მადლობას ვუცხადებ ტრენერს და კოლეგებს კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისთვის.

ჩემი პორტფოლიო

გთხოვთ, დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პორტფოლიო.

Monday, June 25, 2018

მერვე დღის რეფლექსია


ტრენინგის მერვე დღეს სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევარჩიეთ სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები: აპარატული დაპროგრამული უზრუნველყოფა, ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები, სხვა რესურსები.

იდეების გენერირებისთვის გამოვიყენეთ google-ის ფორმები და ვიმუშავეთ padlet-ში. შემდეგ ncp.ge საიტზე მოვნახეთ ესგ და საჭირო მასალები ციფრული ტექნოლოგიებისთვის განვათავსოთ შაბლონში. შემდეგ განვსაზღვრეთ პრიორიტეტები. შევქმენით ზეპირი ინსტრუქცია აქტივობისთვის. 
გავეცანით მე-7 მოდულს, ფასილიტაციის პრინციპებს. როგორ დავაჯგუფოთ მოსწავლეები და პროექტებს ფასილიტაციისთვის.
google-ის ფორმის შესაქმნელად გადავედით დისკში და google form-ში შევქმენით გამოკითხვის ფორმა. შემდეგ შევქმენით ჰიპერლინკი და  ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის და მოვათავსეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.
ბოლოს თვითშეფასებისთვის ვიმუშავეთ პროგრამაში padlet.com

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსებიასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები

იდეებისთვის


Made with Padlet

გამოკითხვის ფორმა

გთხოვთ შეავსოთ გამოკითხვის ფორმა

Thursday, June 21, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

 ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა მოდულზე ნასწავლი მასალა. ბლოგზე განთავსებულ პრეზენტაციას გავუკეთეთ კომენტარი. დავათვარიელეთ შეფასების რუბრიკები და ჩამოვწერეთ, რომელიც სავარაუდოდ გამოგვადგება პრეზენტაციის შეფასების დროს. განვიხილეთ თუ რა უნდა გავითვალისწინოთ რომ მოსწავლე იყოს წარმატებული. განვიხილეთ მოსწავლეების თვითრეგულირებულ უნარების განვითარებაზე. ვისაუბრეთ დიფერენციაციულ სწავლების მეთოდებზე. შევავსეთ გეგმაში სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლესა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეზე მორგებული აქტივობები.შევქმენით მისწავლისთვის შაბლონი.ჩამოვტვირთეთ და გავუკეთეთ მოდიფიცირება.

Tuesday, June 19, 2018

პროექტის მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით ონლაინ რესურსის რამდენიმე სახეობას. გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშის შექმნა. მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშის შექმნა. სასწავლო პროექტის გეგმას გადავხედეთ და ჩამოვწერეთ პროცედურები. გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასების ფორმებს და გადავხედეთ პროექტის გეგმას.

ტრენინგის რეფლექსია

მე-9 დღეს ვისწავლეთ ჩარჩოს შექმნა და გაფორმება. შემდეგ ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულის მესამე აქტივობაში. გავეცანით სასწავლო პროექტისა და პრეზენტ...