მე-9 დღეს ვისწავლეთ ჩარჩოს შექმნა და გაფორმება. შემდეგ ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულის მესამე აქტივობაში. გავეცანით სასწავლო პროექტისა და პრეზენტაციის ჩეკლისტებსა და რუბრიკას. დავუბრუნდით პროექტის გეგმას, რათა სრულყოფილად შეგვევსო.შემდეგ პროექტის გეგმა ავტვირთეთ დრაივში. დასასრულ შევასრულეთ ტრენინგის საბოლოო რეფლექსია. სამუშაო დღეები საინტერესო და სასიამოვნო იყო.მადლობას ვუცხადებ ტრენერს და კოლეგებს კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისთვის.
Tuesday, June 26, 2018
Monday, June 25, 2018
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღეს სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევარჩიეთ სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები: აპარატული დაპროგრამული უზრუნველყოფა, ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები, სხვა რესურსები.
იდეების გენერირებისთვის გამოვიყენეთ google-ის ფორმები და ვიმუშავეთ padlet-ში. შემდეგ ncp.ge საიტზე მოვნახეთ ესგ და საჭირო მასალები ციფრული ტექნოლოგიებისთვის განვათავსოთ შაბლონში. შემდეგ განვსაზღვრეთ პრიორიტეტები. შევქმენით ზეპირი ინსტრუქცია აქტივობისთვის.
გავეცანით მე-7 მოდულს, ფასილიტაციის პრინციპებს. როგორ დავაჯგუფოთ მოსწავლეები და პროექტებს ფასილიტაციისთვის.
google-ის ფორმის შესაქმნელად გადავედით დისკში და google form-ში შევქმენით გამოკითხვის ფორმა. შემდეგ შევქმენით ჰიპერლინკი და ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის და მოვათავსეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.
ბოლოს თვითშეფასებისთვის ვიმუშავეთ პროგრამაში padlet.com
გავეცანით მე-7 მოდულს, ფასილიტაციის პრინციპებს. როგორ დავაჯგუფოთ მოსწავლეები და პროექტებს ფასილიტაციისთვის.
google-ის ფორმის შესაქმნელად გადავედით დისკში და google form-ში შევქმენით გამოკითხვის ფორმა. შემდეგ შევქმენით ჰიპერლინკი და ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის და მოვათავსეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.
ბოლოს თვითშეფასებისთვის ვიმუშავეთ პროგრამაში padlet.com
სსასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსებიასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსებიThursday, June 21, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა მოდულზე ნასწავლი მასალა. ბლოგზე განთავსებულ პრეზენტაციას გავუკეთეთ კომენტარი. დავათვარიელეთ შეფასების რუბრიკები და ჩამოვწერეთ, რომელიც სავარაუდოდ გამოგვადგება პრეზენტაციის შეფასების დროს. განვიხილეთ თუ რა უნდა გავითვალისწინოთ რომ მოსწავლე იყოს წარმატებული. განვიხილეთ მოსწავლეების თვითრეგულირებულ უნარების განვითარებაზე. ვისაუბრეთ დიფერენციაციულ სწავლების მეთოდებზე. შევავსეთ გეგმაში სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლესა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეზე მორგებული აქტივობები.შევქმენით მისწავლისთვის შაბლონი.ჩამოვტვირთეთ და გავუკეთეთ მოდიფიცირება.
Tuesday, June 19, 2018
პროექტის მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით ონლაინ რესურსის რამდენიმე სახეობას. გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშის შექმნა. მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშის შექმნა. სასწავლო პროექტის გეგმას გადავხედეთ და ჩამოვწერეთ პროცედურები. გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასების ფორმებს და გადავხედეთ პროექტის გეგმას.
Sunday, June 17, 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალები. დღის მიზნები ითვალისწინებდა გვესწავლა გუგლში ძიება, შემდეგ სურათების ფაილში სურათის განთავსება და საავტორო უფლებებში- სურათის ბმულისა. ამისთვის დიზაინის ფანჯარაში ბექგრაუნდ სტილს ვხსნი და ფორმატის დახმარებით ვსვამ ჩემს სურათს. ეს მეთოდი გამოვიყენეთ პრეზენტაციის დასრულებისას სლაიდების გასაფორმებლად.
ამის შემდეგ პრეზენტაცია ავტვირთეთ დისკზე , იქვე შევქმენით ახალი დოკუმენტი "პროექტის წარდგენის პრეზენტაცია" და გამოვაქვეყნეთ.საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.
ამის შემდეგ პრეზენტაცია ავტვირთეთ დისკზე , იქვე შევქმენით ახალი დოკუმენტი "პროექტის წარდგენის პრეზენტაცია" და გამოვაქვეყნეთ.საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.
Saturday, June 16, 2018
ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების ფორმები, განვსაზღვრეთ შეფასება და პრეზენტაცია მოვამზადეთ ჩვენი სასწავლო პროექტებისთვის.პრეზენთაციის მოცულობაა 4-5 ფაილი. გეგმის შაბლონში განვათავსეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებისთვის შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები.ასევე შევქმენით პროექტის შეფასების მოკლე მონახაზი. შემდეგ გავამზადეთ პრეზენტაცია რამდენიმე სლაიდად.დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
Sunday, June 10, 2018
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
ამ დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას. თავდაპირველად გავერკვიეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ესგს სასწავლო სტანდარტის ინდიკატორები პროექტისთვის ... და განვათავსოთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში, შემდეგ შევინახოთ ჩვენს საქაღალდეში. შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები სამი მიმართულების გათვალისწინებით.შევადგინეთ მიმართულების მომცემი საკვანძო საკითხები.პროექტ "ციციკორეებში" ზოგად კითხვად მოვიფიქრე:როგორ ვმართოთ სამყარო?თემატურისთვის:როგორი უნდა იყოს წინამძღოლი?რას იწვევს ადამიანში გამორჩეულობა?შინაარსობლივისთვის:ვინაა ციციკორე?რას ნიშნავს ციციკორედ ყოფნა?ციციკორეები დღეს?სამუშაო დღე საინტერესო,ნაყოფიერი და სასიამოვნო იყო.
Sunday, June 3, 2018
ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
რეფლექსია
(პროექტებით სწავლება)
პირველ დღეს გავეცანით ზოგად ინფორმაციას , თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.
თავდაპირველად შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები და ქვესაქაღალდეები დესკტოპზე. მასში განვათავსეთ საჭირო მასალები თითოეული მოდულისთვის. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს და შევინახეთ იგი ქვესაქაღალდეში "სასწავლო პროექტის გეგმა". შემდეგ ანალოგიური სამუშაო შევასრულეთ Google Drive-ში. ვისწავლეთ საქაღალდის გაზიარება, ასევებლოგის შექმნა და რეფლექსიის განთავსება. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. ტრენერმა მასალები ნათლად და გასაგებად მოგვაწოდა. იყო სასიამოვნო სამუშაო გარემო.
Subscribe to:
Posts (Atom)
ტრენინგის რეფლექსია
მე-9 დღეს ვისწავლეთ ჩარჩოს შექმნა და გაფორმება. შემდეგ ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულის მესამე აქტივობაში. გავეცანით სასწავლო პროექტისა და პრეზენტ...
-
ამ დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას. თავდაპირველად გავერკვიეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ესგს სასწავლო სტანდარტის ინდიკატორები პროექტ...
-
გთხოვთ შეავსოთ გამოკითხვის ფორმა